გაზით ინტოქსიკაცია თბილისში - არიან გარდაცვლილები

  • pia.ge
  • 31 იანვარი 13:59

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციით რამდენიმე ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ ინფორმაცია „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

„თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციით რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური. მიმდინარეობს გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა. მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს", - განაცხადეს უწყებაში.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge