„ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო მამაკაცების გარეშე ცხოვრებაა“ - 109 წლის ქალი

  • ალია
  • 31 იანვარი 12:59

მოხუცებს, რომლებიც დიდ ასაკს აღწევენ, ხშირად ეკითხებიან, თუ რა არის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო.

უმეტესობაპასუხობს, რომ ეს ჯანსაღი ცხოვრების სტილი და ვარჯიშია, მაგრამ 109 წლის შოტლანდიელი ჯესიგალანის თქმით, ახალგაზრდობა მან მამაკაცებისგან თავის შორს დაჭერის წყალობით შეინარჩუნა.


ჯესი 1906 წელს დაიბადა ფერმაში, შოტლანდიაში. ის 5 დასთან და 1 ძმასთან ერთად გაიზარდა პატარა,ოროთახიან კოტეჯში.


თავდაპირველად ჯესი ფერმაში მუშაობდა, შემდეგ კი ქალაქში წავიდა მდიდარი ბიზნესმენის მოსამსახურედ. საბოლოოდ კი, კარიერა მომსახურების ინდუსტრიაში, ქალაქშიც და სოფელშიც წამოიწყო.


როცა ასაკში შევიდა, გალანი Crosby House-ში წავიდა. ეს მოხუცთა თავშესაფარია. იქ მომუშავე ერთ-ერთმაპერსონალმა ადგილობრივ ახალი ამბების სააგენტოს უთხრა: "ჯესი საყვარელი ქალია. მას აქ საუკეთესომეგობარი სარა ჯეინსი ჰყავს და ისინი სულ ერთად არიან. ჯესის მოსწონს მუსიკა და ვარჯიში, ძალიანდამოუკიდებელი ადამიანია და ხშირად სეირნობს ხოლმე".


 ჯესი 2015 წელს გარდაიცვალა, მაგრამ საზოგადოებას თავისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოდაუტოვა - კაცებისგან თავის შორს დაჭერა.


 "ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო მამაკაცებისგან შორს ყოფნაა", - თქვა გალანმა, -"მათ იმაზე მეტიუსიამოვნება მოაქვთ, ვიდრე ღირან".

წყარო: ალია