იაფი ჯინსები დახლებიდან გაქრება

  • M2B
  • 30 იანვარი 10:43

ბანგლადეშელი მკერავვების გაფიცვის გამო ჯინსის ტანსაცმელი შესაძლოე საერთოდ გაქრეს ისეთი ქსელური მაღაზიების დახლებიდან, როგორებიცაა Zara, Mango და H&M.

ამის შესახებ ინფორმაციას Fashion United ავრცელებს.


მძიმე სამუშაო პირობებისა და დაბალი ხელფასების გამო ათასობით ბანგლადეშელი ქალია გაფიცული. ამ ქვეყანის ფაბრიკებში, სადაც ქალებთან ერთად ბავშვებიც შრომობენ, სამუშაო დღე დილის 7:30 საათიდან გვიან ღამემდე გრძელდება. 2018 წელს ბანგლადეში ტექსტილებში მინიმალური ხელფასი თვეში $63–ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი დეკემბერში $95–მდე ასწიეს.


გაფიცვის გამო ჯინსის ტანსაცმელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემცირდება, ვინაიდან ბანგლადეში ამ მასალის უმსხვილესი მწარმოებელია.


ბანგლადეშის ტექსტილის მრეწველობა მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. დარგის ლიდერად ჩინეთი რჩება. ამ ინდუსტრიამ ბანგლადეშს 2018 წელს $30 მლრდ მოუტანა, რაც საგარეო ვაჭრობიდან შემოსავლების დაახლოებით 84%–ს შეადგენს.

სრული ვერსიის ნახვა M2B