კახეთში მე-12 კლასის მოსწავლე საკუთარმა ნათესავმა დაოჯახების მიზნით გაიტაცა

  • რეზონანსი
  • 30 იანვარი 10:26

კახეთში, იორმუღანლოში 19 წლის გოგო გაიტაცეს. ამის შესახებ რადიო "ივრიტი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მე-12 კლასის მოსწავლე საკუთარმა ნათესავმა დაოჯახების მიზნით გაიტაცა.


გატაცებული გოგო სკოლიდან დაბრუნებული მარტო იმყოფებოდა სახლში. ამ ინფრომაციას გოგოს ნათესავები ადასტურებენ. გატაცებულის ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა.

წყარო: რეზონანსი