თუ ცოლიან კაცს მოსწონხართ - ეს მასალა წაიკითხეთ

  • თბილისელები
  • 29 იანვარი 19:50

ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. წინასწარ ვერაფრით იტყვით, რა შეიძლება მოხდეს ხვალ. მაგალითად, შეუყვარდეთ მამაკაცს, რომელსაც ჰყავს ცოლი ან თქვენ შეგიყვარდეთ. საკმაოდ რთული სიტუაციაა.

ამას კიდევ უფრო გაართულებს ის, თუ მასზე ემოციურად დამოკიდებული გახდებით. საქმე ისაა, რომ ცოლიანი კაცები "აკრძალული ხილი გემრიელიას" პრინციპით მოქმედებენ. 


* თუ დაოჯახებულ მამაკაცს მოსწონხართ, მან შესაძლოა, შექმნას სიტუაციები, ვითომ შემთხვევით გადაგეყარათ. სიახლოვის შენარჩუნებამ კი, შესაძლოა, გაზარდოს იმის ალბათობა, რომ უფრო ახლო ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ;


* მისი საუბრები, უმეტესად, მოკითხვით დაიწყება. კითხვები ძალიან დაემსგავსება ფლირტს. ცოლიანმა მამაკაცმა, რომელსაც მოსწონხართ, შესაძლოა შეფარვით მოიპოვოს ინფორმაცია, წარმოაჩინოს თავისი თავი თქვენთვის მისაღებად და გაცილებით მომხიბვლელად, რათა გავლენა იქონიოს თქვენს არჩევანსა და გადაწყვეტილებაზე;


* თუ "იჭერს" თქვენს გამოხედვას, ღიმილით გიყურებთ ან თქვენი სხეულის კონკრეტულ ადგილს აშტერდება, სავარაუდოდ, ეს ნიშნავს, რომ მას თქვენ აღელვებთ;


* "ჩემს ცოლს ჩემი საერთოდ აღარ ესმის" – ეს მოარშიყე ცოლიანი კაცებისთვის დამახასიათებელი ფრაზაა. ხშირი კომპლიმენტებიც ფლირტზე მიანიშნებს. ასე რომ, ყურადღებით დააკვირდით და თავიდანვე ამოიცანით ცოლიანი კაცის "სიყვარულის მზერა". ამ შემთხვევაში გაფრხილდებით და მეტი შანსი გექნებათ, რომ თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდოთ.

წყარო: თბილისელები