რატომ ვერ იკლებთ წონაში და რა ეხმარება ორგანიზმს ცხიმის დაწვაში - რეკომენდაციები

  • თბილისელები
  • 29 იანვარი 16:28

ბევრი ადამიანი რაციონში გარკვეულ პროდუქტს იმ იმედით ზღუდავს, რომ წონაში ადვილად დაიკლებს ან სასურველ შედეგს შეინარჩუნებს, თუმცა მიზანს მაინც ვერ აღწევს.

იმიტომ, აუცილებელია იცოდეთ, რისი მიღება ეხმარება ცხიმის დაწვაში თქვენს ორგანიზმს:
რძის პროდუქტები – შეიცავენ D ვიტამინს, რომელიც ჩვენს უჯრედებს აიძულებს, დაწვან მეტი ცხიმი.
წყალი – წყლის დეფიციტის შემთხვევაში გახდომაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან ორგანიზმი იწყებს წყლის მომარაგებას, რისგანაც წარმოიქმნება შეშუპება. ცხიმი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს და როდესაც ვიწყებთ გახდომას, პირველ რიგში, ორგანიზმიდან ზედმეტი წყალი გამოდის.
ცილები და ამინომჟავები – ორივე კუნთის საშენი მასალაა. კუნთოვანი მასის ზრდასთან ერთად იზრდება ენერგიის ხარჯი, არა მარტო კუნთის მუშაობისას, არამედ დასვენების პერიოდშიც. ცილის ათვისება ორგანიზმისთვის უფრო ენერგოხარჯიანია, ვიდრე ცხიმებისა და ნახშირწყლების გადამუშავება. ამიტომ, საკვებად უცხიმო ფრინველი და თევზი შეარჩიეთ.
გრეიპფრუტი – ხელს უწყობს ინსულინისა და შიმშილის გრძნობის შემცირებას. რეკომენდებულია 150 გრამი ახალგამოწურული გრეიპფრუტის წვენის ან ნახევარი გრეიპფრუტის მიღება ყოველი ჭამის წინ, 30 წუთით ადრე.
მწვანე ჩაი – დღეში 5 ფინჯანი მწვანე ჩაი 80 კილოკალორიას წვავს. ეს არ არის ბევრი, მაგრამ თავისი წვლილი შეაქვს ცხიმის წვაში, თანაც, კარგია სიმსივნისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების საწინააღმდეგოდ.
შვრია – უზრუნველყოფს ორგანიზმს უჯრედისით, რაც არ მისცემს ორგანიზმს გლუკოზის დონის შემცირების საშუალებას და ტკბილის მიღებაც აღარ მოგინდებათ. გარდა ამისა, შვრია შეიცავს ბევრ ვიტამინსა და ცილას. მისი მიღება კარგია დილით. ის, ასევე, დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებასა და კანის სტრუქტურაზე.
უმი ბოსტნეული – შეიცავს ვიტამინებსა და უჯრედისს, ამასთან, ძალიან დაბალკალორიულია. ბოსტნეულის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ, კარგად დანაყრდეთ, ისე, რომ კალორიების ლიმიტს არ გადააჭარბოთ.
ზეითუნის ზეთი – დაგეხმარებათ მუცელზე ცხიმის დაწვაში. ეს არის ჯანმრთელი მცენარეული ცხიმი და თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა სალათაში.
დაბალკალორიული ხილიგარდა ბანანისა და ყურძნისა, თითქმის ყველა ხილი შეგიძლიათ მიირთვათ, რაც დანაყრების შეგრძნებას დატოვებს.
ზოგადად, კალორიების დეფიციტი აუცილებელია წონაში დასაკლებად. ეს ნიშნავს, რომ უნდა დაწვათ გაცილებით მეტი კალორია, ვიდრე მოიხმართ. კალორაჟის დეფიციტი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, სიმაღლეზე, წონაზე და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, საღად შეაფასოთ, რას მიირთმევთ დღის განმავლობაში, რათა ზუსტად გააკონტროლოთ მიღებული კალორიების რაოდენობა. დღიური კალორაჟის 1 000 კილოკალორიაზე ნაკლებად შემცირებამ, შეიძლება, კუნთების განლევა გამოიწვიოს და ნივთიერებათა ცვლაც კი.
კუნთოვანი მასის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ვარჯიში და შესაბამისად, მისი დახმარებით, წონაში კლებაც გაგიადვილდებათ და შემდგომ, მისი შენარჩუნებაც. ასევე, თუ წონაში დაკლებას გადაწყვეტთ, რაციონიდან უნდა ამოიღოთ ტკბილი სასმელები, როგორც გაზირებული, ისე ხილის ნატურალური წვენები. დღე-ღამის განმავლობაში იძინეთ, არანაკლებ, 7-8 საათი, რადგან უძილობა ორგანიზმისთვის სტრესია, რაც, თავის მხრივ, ზედმეტი ცხიმების დაგროვებას უწყობს ხელს. 


ბოლო კვება კი, დაძინებამდე 4 საათით ადრეა რეკომენდებული. გამონაკლის შემთხვევებში, ნებადართულია ნაკლებცხიმიანი მაწვნის, კეფირის ან ხაჭოს მიღება, ყველანაირი დამატკბობლის გარეშე.

წყარო: თბილისელები