"ყველა ადამიანი არამზადა როდია," – უთხრა ფაშისტებს კორჩაკმა და ბავშვებთან ერთად გაზის კამერაში შევიდა

  • სარკე
  • 29 იანვარი 14:36

"ყველა ადამიანი არამზადა როდია," – უთხრა ფაშისტებს მამაკაცმა და ბავშვებთან ერთად შევიდა გაზის კამერაში. ის იყო იანუშ კორჩაკი – პოლონელი მწერალი, პედაგოგი და ექიმი.

ამ დროს კორჩაკთან მივიდა ესესის ოფიცერი და ჰკითხა:


- ეს თქვენ დაწერეთ "მეფე მათეუში"? წაკითხული მაქვს ეს წიგნი ბავშვობაში. კარგი წიგნია. თავისუფალი ხართ.


– და ბავშვები? – იკითხა იანუშმა.


- ბავშვები გაემგზავრებიან, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ვაგონის დატოვება, – მიუგო ოფიცერმა.


- არა, ცდებით, არ შემიძლია. ყველა ადამიანი როდია არამზადა, – ასეთი იყო კორჩაკის პასუხი.


რამდენიმე დღის შემდეგ იანუშ კორჩაკი, ბავშვებთან ერთად, შევიდა გაზის კამერაში. სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე კორჩაკს ხელში ეჭირა ორი ყველაზე პატარა ბავშვი და ზღაპარს უყვებოდა მათ, პატარებს, რომლებსაც ეჭვიც კი არ ჰქონდათ იმაზე, რა ელოდათ წინ…


"იდგა საშინელი სიცხე… იანუშმა დააყენა ბავშვები ოთხრიგად, მოჰკიდა ორ მათგანს ხელი და მარშით გაუძღვა წინ… გაზის კამერამდე… მას თავი ამაყად ჰქონდა აწეული და ის ისე მიდიოდა, რომ ესესის ჯარისკაცები უნებლიეთ გაიჭიმნენ მის წინაშე და სამხედრო სალამიც კი მისცეს…


კორჩაკის რჩევები მშობლებს:


"ეცადეთ, ბავშვებმა არ გაგაღიზიანონ, არასდროს. მაშინაც კი, როდესაც კარზე ყოველ დაკაკუნებაზე მირბიან მის გასახსნელად და ფეხებში გედებიან. გახსოვდეთ, რომ ისინი ასე ფიქრობენ — იმ კარის უკან დგას უფროსი, რომელიც ვერ შემოვა, თუ პატარები არ დაეხმარებიან. შეაჩვიეთ ბავშვი სხვისი დახმარებით და მხარდაჭერით მიღებულ ბედნიერებას! ასწავლეთ ბავშვებს სიყვარული!".


"ნუ  ელოდები, რომ შენი  შვილი ისეთივე  იქნება როგორიც შენ  ხარ ან როგორიც შენ  გინდა იყოს, არამედ  დაეხმარე  მას, რომ მან იპოვოს საკუთარი თავი".


"არ მოითხოვოთ ბავშვისგან გადასახადი იმისა, რასაც თქვენ აკეთებთ მისთვის. შენ მას სიცოცხლე მიეცი, როგორ გადაგიხდის ის მადლობას? ის მისცემს სხვას სიცოცხლეს, სხვა სხვას მისცემს  სიცოცხლეს და ეს  არის შეუქცევადი კანონი მადლიერებისა".


"ნუ გადაიტან შენს სიბრაზეს ბავშვზე, რათა სიბერეში არ იგემო მწარე პური, რადგანაც რასაც დასთესავთ, იმას მოიმკით".


"ნუ შეხედავ მის პრობლემებს ზემოდან. ცხოვრება ყველას ეძლევა თავისი შესაძლებლობების მიხედვით და იყავი დარწმუნებული, რომ მისთვის ცხოვრება არანაკლებ რთულია, ვიდრე შენთვის და შეიძლება კიდევ უფრო მეტად რთულიც კი, რადგან მას არა აქვს გამოცდილება".


"ნუ დაამცირებთ მას".


"არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე  მნიშვნელოვანი  შეხვედრები ადამიანისთვის, შვილებთან შეხვედრებია. მეტი  ყურადღება მიაქციეთ მათ, ჩვენ არ ვიცით, ვინ გამოვა ჩვენი შვილების  სახით მომავალში".


"ნუ დაიტანჯავთ თავს, თუ არ შეგიძლიათ რაიმეს გაკეთება თქვენი შვილისთვის. გახსოვდეთ, ბავშვისთვის არასაკმარისად გაკეთებული მაშინ იქნება თქვენი საქმე, თუ არ იქნა გაკეთებული ყოველივე, რაც თქვენს ძალებში შედის".


"ბავშვი არ არის ტირანი, რომელიც ეუფლება მთელ შენს ცხოვრებას. ის არ არის მხოლოდ ნაყოფი ხორცისა და სისხლისა. ბავშვი არის ძვირფასი ჭურჭელი, რომელიც ცხოვრებამ მოგცა, რათა შეინახო და განავითარო მასში შემოქმედებითი ცეცხლი. ეს არის თავისუფალი (ალბათ უფრო მეტად “თავნება”) სიყვარული მამისა და დედის, რომლებიც გაზრდიან არა “ჩვენს” და არა "ჩემს" ბავშვს, არამედ დასაცველად მიბარებულ სულს".


"იცოდე სხვისი ბავშვის სიყვარული. არასოდეს გაუკეთოთ სხვის ბავშვს ისეთი რამ, რაც თქვენ არ გინდათ,  რომ თქვენს შვილს გაუკეთოს სხვამ".


"გიყვარდეს შენი შვილი მისი წარუმატებლობის შემთხვევაშიც, იქონიე  მასთან ურთიერთობა, იმხიარულე  მასთან  ერთად, რადგან  ბავშვი დღესასაწაულია".

წყარო: სარკე