ქართველი მკვლევარი, რომლის გამოგონებებსაც "პორშე" იყენებდა

  • რეზონანსი
  • 28 იანვარი 12:53

პირველ ქართულ უნივერსიტეტს დააარსებისთანავე ჰქონდა კავშირი იმ დროისათვის ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან.

გასაბჭოების შემდეგ კი ბოლშევიკებს გაქცეული მოწინავე ქართველები სწორედ ევროპის სხვადასხვა ქალაქის უნივერსიტეტებში მოღვაწეობდნენ.


პირველ ქართულ უნივერსიტეტს დაარსებისთანავე ჰქონდა კავშირი იმ დროისათვის ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან. 


გასაბჭოების შემდეგ კი ბოლშევიკებს გაქცეული მოწინავე ქართველები სწორედ ევროპის სხვადასხვა ქალაქის უნივერსიტეტებში მოღვაწეობდნენ. 


ბერლინის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ მცოდნეობის კათედრაზე მოღვაწოებდა მიხაკო წერეთელი, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას ხელმძღვანელობდა გიორგი ნაკაშიძე, იურიდიულ ფაკულტეტზე ასწავლიდა ნიკო ნაკაშიძე, ბრესლაუს აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის ცენტრში - მიხეილ ახმეტელი. 


იქვე ასწავლიდა გრიგოლ დიასამიძე, რომელიც პარალელურად საგამომცემლო საქმიანობასაც ეწეოდა. 


დღევანდელ სტატიაში ივანე ნიკურაძის სამეცნიერო მოღვაწეობიდან გავიხსენებთრამდენიმე საინტერესო ეპიზოდს. იგი გერმანიაში, ქალაქ გიოტენგენში, პირველი ქართველი სტუდენტი იყო დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ჩასული. 


1919 წელს ივანე ნიკურაძე იმ რჩეულ ახალგაზრდებს შორის მოხვდა, რომელთაც ივანე ჯავახიშვილისა და პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციით სახელმწიფო თავისი ხარჯით უცხოეთში სასწავლებლად აგზავნიდა. 


ივანე ნიკურაძემ თავისი კვალი სამოქალაქო ინდუსტრიაშიც დატოვა. 


მისი მოდელი "პორშეს"  ფირმამ მიიღო, ცნობილი მოდელი 911  მისი ნახაზებითაა გაკეთებული. 70-იან წლებში კი ევროპაში ცალლიანდაგიანი მატარებელი აეროდინამიკური თვალსაზრისით ნიკურაძის დამუშავებულია. 


 


 

წყარო: რეზონანსი