რატომ კარგავენ განებივრებული ბავშვები სიხარულის უნარს?

  • თბილისელები
  • 28 იანვარი 13:08

ბავშვთა ფსიქოლოგი ზაზა ვარდია ჟურნალ "თბილისელებთან" იმ პრობლემაზე საუბრობს, რომელიც მასში შესაძლოა გადაჭარბებულმა საჩუქარმა გამოიწვიოს.

ფსიქოლოსგის თქმით, იმისთვის რომ მოზარდმა სიხარულის უნარი არ დაკარგოს აუცილებელია საჩუქრები ყოველდღიური ჩვეულება არ გახდეს და მან ის დაიმსახუროს.


"სათამაშოების უმეტესობას, რვა-ცხრა წლამდე ასაკის ბავშვისთვის მნიშვნელობა აქვს ათი წუთი, მერე ის ამ სათამაშოს მიმართ ინტერესს კარგავს და შეიძლება, აღარც მოინდომოს. მცირე ასაკში ბიჭებს ყველაზე მეტად აინტერესებთ, როგორ არის სათამაშო მოწყობილი, შლიან და ამტვრევენ, მაგრამ არაფერი ნეგატიური ამაში არ არის. არიან ბავშები, რომლებიც სათამაშოებს ინახავენ და უფრთხილდებიან, რაც კარგი თვისებაა და ის ცხოვრებაში ბევრად წაადგებათ. ესეც მშობელზეა დამოკიდებული, ბავშვი უყურებს მშობელს.


კომპიუტერთან მსხდომ ბავშვებთან მიდიოდნენ მშობლები და  გასეირნებას სთავაოზბდნენ, ბავშვების 95 პროცენტი მომენტალურად ტოვებდა კომპიუტერს და მიჰყვებოდა სასეირნოდ. ბავშვს შესთავაზეთ, ის რაც მისთვის უფრო მნიშნელოვანი და კარგია. ტელეფონი და ტელევიზორი მშობლემა ელექტრონულ ძიძად აქციეს.



ზედმეტი დაუმსახურებელი საჩუქები ბავშვს უკარგავს სიხარულის მომენტს. ამიტომ მათი მომავლისთვის აუცილებელია, ბავშვმა ის დაიმსახუროს. ბავშვი ემოციას ყოველთვის მშობლის მეშვეობით სწავლობს. ძალიან საინტერესო კვლევა იყო: დედები ისხდნენ და უყურებდნენ ემოციურ  ვიდეოფილმებს, მათ ხელზე დამაგრებული ჰქონდათ პოლიგრაფი რომელიც ემოციას განსაზღვრავდა, იქვე თამაშობდა მცირე ასაკის ბავშვი, რომელსაც იგივე პოლიგრაფი ჰქოდა. როდესაც დედა იძაბებოდა სიუჟეტზე, ბავშვიც იძაბებოდა. ძალიან ბევრ მშობელს დაუფიქსიებია ასეთი რამ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვმა დედა და მამა მეგობრების გარემოში დაინახოს ბავშვების თამაშები არის დიდების ცხოვების მოდელირება. ამიტომაა, გოგონები სახლობანას, რომ თამაშბენ და ბიჭები - ნადირობანას და დამალობანას. ეს ყველაფერი მზადებაა დიდობისთვის. ამიტომ ეს მშობლებისგან უნდა ისწავლონ. თუ თქვენი შვილი განებივრებულია სიურპრიზებით, ეცადეთ უყიდოთ მხოლოდ ის, რასაც ის გთხოვთ და არ დააყაროთ საჩუქრები ისე, არაფრის გამო ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიურპრიზებზე უარი თქვათ, მაგრამ მათი მეტისმეტად ხშირად მოწყობა საჭირო არ არის", - აცხადებს ბავშვთა ფსიქოლოგი ზაზა ვარდია.

წყარო: თბილისელები