"ჩავბარდი, რომ სიმართლე გაირკვეს" - ჯეკ შეფერდს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

  • რეზონანსი
  • 25 იანვარი 15:07

ბრიტანეთის მოქალაქეს, ჯეკ შეფერდს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.


"დღე არ გასულა ისე, რომ არ მეფიქრა შარლოტას დაღუპვაზე და იმაზე, თუ რა გავლენა ჰქონდა ამას მის ოჯახზე. ამ შემთხვევის შემდეგ დეპრესიული განწყობა მქონდა, ამიტომაც ამაზე საუბარს ვერ ვახერხებდი. ჩავბარდი, რომ გაირკვეს სიმართლე", - თქვა შეფერდმა სასამართლოს დაწყებამდე.


ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო: რეზონანსი