რატომ მოიმატა ირინა ონაშვილმა ერთბაშად 25 კილოგრამი?

  • რეზონანსი
  • 25 იანვარი 13:08

ირინა ონაშვილმა ნინა წკრიალაშვილის გადაცემაში მის იმიჯზე და თავის მოვლაზე ისაუბრა, როგორც აღნიშნა არ უყვარს ექსპერიმენტები და ვიზუალს რადიკალურად თითქმის არასოდეს იცვლის.

"ზოგადად როგორც გრძნობ თავს კომფორტულად ისე უნდა გამოიყურებოდე. შინაგანად არ მიყვარს ყურადღების ცენტში ყოფნა. შესაბამისად, როცა შედარებით თამამად ვიცვამ, არ ვარ კომფორტულად, ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად სადა იყოს ჩემი ლუქი და არ იყოს აშკარა და თვალშისაცემი".


ირინა ონაშვილმა წონის პრობლემაზეც ისაუბრა:


"თანაც მე  არ მიხდება საშინლად მომატება, მეორე ბავშვზე მოვიმატე 25 კილო. სიმაღლე რომ გაქვს უფრო არ გიხდება, მერე ნუ დიდი ხარ და კიდე სქელი ხარ და საშინელი დისკომფორტია. მაგრამ მერე უკვე ცხოვრების გიჟური რითმი გაძლევს საშუალებას, რომ მალევე დაუბრუნდე ფორმებს..."


როგორც ირინა ონაშვილმა აღნიშნა განსაკუთრებული თავის მოვლის წესი არ აქვს, რომელსაც სახლის პირობებში იცავს.

წყარო: რეზონანსი