17 წლის ორსულმა გოგონამ მუცელში დანით 7 ჭრილობა მიიყენა - დამალული ორსულობის ისტორია

  • რეზონანსი
  • 25 იანვარი 13:03

რუსეთში, ომსკის რაიონში მაცხოვრებელმა 17 წლის გოგონამ მუცელში დანით 7 ჭრილობა მიიყენა. ინფორმაციას "dianews.ge" ავრცელებს.

საავადმყოფოში მიყვანისას, გოგონამ ექიმებს განუცხადა, რომ დანაზე დაეცა, თუმცა ფაქტი სხვა რამეზე მეტყველებდა.


გოგონას, რომელიც დაახლოებით 26 კვირის ორსული იყო, თვითდაზიანება ჰქონდა მიყენებული მუცელში - სკოლის მოსწავლემ განზრახ დაიზიანა მუცელი რათა ორსულობა შეეწყვიტა.


თუმცა ექიმებმა როგორც გოგონას, ასევე ნაყოფის გადარჩენაც შეძლეს.


როგორც გაირკვა მისი ორსულობის შესახებ ოჯახის წევრებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.

წყარო: რეზონანსი