გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას პატიმრობა შეეფარდა

  • pia.ge
  • 24 იანვარი 19:13

თბილისში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედა ლელა ქსოვრელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.


ლელა ქსოვრელი ამ დრომდე  დუმილის უფლებას იყენებს.


შსს-მ  გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედა სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით დააკავა, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.



2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge