ბაჩო ქაჯაიამ 50 კილოგრამი დაიკლო - "ჩემს ორგანიზმს ძალიან გაუხარდა და ტაშს მიკრავს"

  • რეზონანსი
  • 24 იანვარი 13:10

„საზოგადოებრივ არხზე“ ახალი იუმორისტული გადაცემა იწყება, რომლის წამყვანიც მსახიობი ბაჩო ქაჯაია.

ბაჩო ბოლო პერიოდში ეკრანზე ისე ხშირად აღარ ჩანდა. ამ პერიოდში მან 50 კილოგრამი დაიკლო და ბიზნესში მოსასინჯა ძალები.


"მე და ჩემმა მეგობრებმა სარესტორნო ბიზნესში მოვსინჯეთ ძალები. ახლა აღმაშენებელზე გავაკეთეთ ძალიან საინტერესო რესტორანი. მაგრამ ამ ქუჩის კონცეპტი ისე არ განვითარდა, როგორც დაგეგმილი იყო და ამიტომ მდებარეობის შეცვლა გადავწყვიტეთ. ეს პროცესი


ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. რეგიონები მოვიარეთ, მივიწყებული კერძები მოვიძიეთ, რეცეპტები მარტო ბებიებს რომ ახსოვდათ და ამ ყველაფერს შემოქმედებითად მივუდექით.


წონაში ადრეც დამიკლია, ამდენი არა, მაგრამ საკუთარი თავისთვის დამიმტკიცებია, რომ დაკლება შემიძლია. თუმცა მაშინ შენარჩუნება არ მჭირდებოდა და ისევ მოვიმატე, ახლა ჩავთვალე, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშველოვანია და დავიწყე სწორი კვებით. მერე შევაშველე ვარჯიში და თურმე ამან ისეთი ჩათრევა იცის, დამოკიდებული ხდები. საერთო ჯამში ორწელიწადნახევარში 50 კილოგრამი დავიკელი. ჩემს ორგანიზმს ძალიან გაუხარდა და ტაშს მიკრავს" - განუცხადა "თბილისელებს" ბაჩო ქაჯაიამ.

წყარო: რეზონანსი