"20 წუთით ადრე მომწერა, რას შვები, ჩემი ცხოვრებაო"... - აფეთქებისას გარდაცვლილი ბიჭის ცოლი

  • რეზონანსი
  • 23 იანვარი 18:17

2019 წლის ძვე­ლით ნა­ა­ხალ­წლე­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ტრა­გე­დი­ით და­ი­წყო.

16 იან­ვრის სა­ღა­მოს თბი­ლის­ში, დიდ დი­ღომ­ში ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი კორ­პუ­სის მე­ექ­ვსე სარ­თულ­ზე ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის აფეთ­ქე­ბას 4 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. 17 იან­ვა­რი ქვე­ყა­ნა­ში გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და.


ერთ-ერთ გარ­დაც­ვლილს, 29 წლის მა­მა­კაცს, ლე­ვან დავ­ლა­ძეს, მე­გობ­რის ბი­ნა­ში ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­სა­ღე­ბი დარ­ჩა და მის ასა­ღე­ბად რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის მერე დაბ­რუნ­და. აირი იმ ბი­ნა­ში ჟო­ნავ­და, სა­ი­და­ნაც ლე­ვანს მან­ქა­ნის გა­სა­ღე­ბი უნდა აეღო. ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, აფეთ­ქე­ბა მის მიერ სი­ნათ­ლის ან­თე­ბამ გა­მო­იწ­ვია.ლე­ვან დავ­ლა­ძე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ შვი­ლი არ ჰყავ­და. მის მე­უღ­ლეს, ანა ბა­ბა­ე­ვას ქმრის და­ღუპ­ვას უმა­ლავ­დნენ და ის მთე­ლი ღამე ეძებ­და მას... ქალი ჟურ­ნალ „სარ­კეს" უამ­ბობს :


"ლე­ვა­ნი მე­გობ­რებ­თან ერ­თად ცოტა ხნით ადრე იყო მი­სუ­ლი იმ სახ­ლში. საჭ­მე­ლი უჭა­მი­ათ იქ. ჩემს მე­უღ­ლეს გა­სა­ღე­ბი დარ­ჩე­ნია. მის ასა­ღე­ბად ავი­და და მა­შინ მოხ­და აფეთ­ქე­ბა. 20 წუ­თით ადრე მომ­წე­რა, რას შვე­ბი, ჩემი ცხოვ­რე­ბაო. მალე უნდა მო­სუ­ლი­ყო.


იმ ბი­ნა­ში სხვებ­თან ერ­თად უნდა ასუ­ლი­ყო და თურ­მე მარ­ტოს არ უშ­ვებ­დნენ, მაგ­რამ ლე­ვანს მე­გობ­რის­თვის გა­სა­ღე­ბი გა­მო­უ­ტა­ცია და გაქ­ცე­უ­ლა, რომ სახ­ლში მალე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო - ჩემ­თან ეჩ­ქა­რე­ბო­და", - განაცხადა აფეთქებისას გარდაცვლილი ბიჭის მეუღლემ "სარკესთან".


 

წყარო: რეზონანსი