ოჯახს, სადაც 4 წლის გოგონა გარდაიცვალა, ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჩამოართვეს

  • რეზონანსი
  • 23 იანვარი 13:22

ოჯახს, სადაც გუშინ, 4 წლის გოგონა გარდაიცვალა, ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჩამოართვეს. 5 წლის ბიჭი და წლინახევრის გოგონა სოციალურმა სამსახურმა თავშესაფარში გადაიყვანა.

ამის შესახებ "პრაიმტაიმს" გარდაცვლილის მამინაცვალმა, არკადი ზავაშვილმა განუცხადა.


გვაზაურის ქუჩაზე ნაპოვნი გარდაცვლილი 4 წლის გოგოს დედა გუშინ ღამით პოლიციაში დააკავეს. ის და მისი მეუღლე (ბავშვის მამინაცვალი) იქ გამოკითხვაზე იყვნენ დაბარებულები.


როგორც მეზობლები აცხადებენ, ბავშვს სახლში სისტემატურად სცემდნენ და ერთხელ ის ამის გამო საავადმყოფოშიც მოხვდა, რის შესახებაც პოლიცია ინფორმირებული იყო.


ერთ-ერთი მეზობლის ცნობით, გარდაცვლილის მშობლები ბავშვების გაშვილებით ირჩენდნენ თავს.


მომხდარზე საქმის გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

წყარო: რეზონანსი