პირველი პაემანი და მამაკაცი

  • თბილისელები
  • 22 იანვარი 14:54

მამაკაცები საკმაოდ დაკვირვებულები არიან. განსაკუთრებით, ნაცნობობის პირველ ეტაპზე. რა არის მნიშვნელოვანი, რაც მას მხედველობიდან არ გამოეპარება:

* ღიმილი – მაშინვე მიაქცევს ყურადღებას. შეამჩნევს არა მხოლოდ ტუჩის ფორმასა და კბილების სისწორეს, არამედ იმასაც, როგორ საუბრობთ და იღიმით; 


*სიცილი – გამჭრიახი მამაკაცი ეცდება, თქვენი ღიმილი სიცილად გადააქციოს. უმჯობესია, თუ სიცილი ლამაზი და გადამდები იქნება, აუცილებლად მოხიბლავთ მას. აი, მანერული ჩაცინება კი არაფერში წაგადგებათ;


*იუმორის გრძნობა – გაგაცინათ? ახლა თქვენი ჯერია. ყველაფერი, რაც აიძულებს მას, გაიცინოს, დაიმახსოვრეთ და ხშირად გამოიყენეთ;


*თვალები მნიშვნელოვანია – თვალებში აუცილებლად ჩაგხედავთ – თანაც არაერთხელ. აუცილებლად დააფიქსირებს მზერას, მის შინაარსს;


*ხმას არც თუ ისეთი პატარა წვლილი შეაქვს საერთო შეფასებაში. ამიტომ ეცადეთ, შეკითხვებზე ღელვისგან წყვეტილი ტონით არ უპასუხოთ;


*თქვენი სხეული – ზოგიერთი მამაკაცისთვის ქალის წონას არა აქვს მნიშვნელობა, ვიღაცისთვის კი ის ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია, ამას გადამწყვეტად არ მიიჩნევდეს. თუ იდეალური პარამეტრები მოითხოვა, დაემშვიდობეთ;


*თქვენი სურნელი – არის ის, რაც შეიძლება, დიდხანს ახსოვდეს. შეეცადეთ, არომატი ისეთი შეარჩიოთ, რომელიც თქვენს ინდივიდუალობას გამოკვეთს;


*შეიძლება, მამაკაცებმა არ იცოდნენ, ვინ არის თქვენი კაბის დიზაინერი ან სწორად როგორ გამოთქვან ფეხსაცმლის მარკა, მაგრამ შეამჩნიონ და შეაფასონ თქვენი პერსონალური სტილის თავისებურებანი;


* მაშინაც კი, როცა მამაკაცი ქალის სხეულზე მკერდის მნიშვნელობას უარყოფს, სხეულის ამ ნაწილზე მზერას ნამდვილად შეაჩერებს (თანაც არაერთხელ). ასე არიან ისინი მოწყობილები. თუ თქვენ გინდათ, გადაატანინოთ ყურადღება მკერდიდან – კი ბატონო, მაგრამ ის მაინც შეამჩნევს და შეაფასებს.


* მნიშვნელოვანი თვისებაა თავდაჯერებულობა, რომელსაც მამაკაცი აუცილებლად შენიშნავს. თუ თქვენ დემონსტრირებას უკეთებთ საკუთარ პიროვნებას, მას ეს ნამდვილად მოეწონება, იმიტომ, რომ თავდაჯერებული ქალი მიმზიდველია.

წყარო: თბილისელები