მიზიდულობა და ცოლიანი მამაკაცები

  • თბილისელები
  • 21 იანვარი 12:39

ნამდვილად არსებობენ ქალები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ და იზიდავთ დაკავებული, ანუ ცოლიანი მამაკაცები. თავისთავად ჩნდება კითხვები – რა უნდა ასეთ ქალს, რატომ ცდილობს სხვისი საკუთრების მიტაცებას? პასუხად რამდენიმე ვარიანტია:

* ის ბუნებით მტაცებელიასაუბარია ისეთი ტიპის ქალებზე, რომელთაც უყვართ ნადირობა დაოჯახებულ მამაკაცებზე. ამით ისინი განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებენ. რისკიანები არიან და არანაირ გამოწვევას არ უფრთხიან. შესაბამისად, მიზანსაც აღწევენ.


სასურველია ჭკვიანმა კაცმა მისგან თავი ძალიან შორს დაიჭიროს. გაავლოს ბარიერები და არ მისცეს ქალს მისი გადმოკვეთის საშუალება. დისტანცია საუკეთესო გამოსავალია, თუ, რა თქმა უნდა, არ სურს, შეცდომის შემდეგ დაჩოქილმა ცოლს პატიება სთხოვოს.


როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში ცოლი? ვითომ სხვათა შორის შეახსენოს კაცს, რომ ღალატს არ აპატიებს... და ქმრის თავისუფალი დრო მაქსიმალურად მიითვისოს.


* გასართობი გათხოვილისთვის არსებობენ გათხოვილი ქალები, რომლებსაც თავისუფალი ურთიერთობები იზიდავთ. ეს ის ქალები არიან, ქმრის რომანტიკულმა სისულელეებმა რომ დაღალეს. საყვარლისგან სიყვარულის ახსნა სულაც არ სჭირდებათ და უბრალოდ, კარგ სექსს ელოდებიან.


* თვითშეფასების ამაღლებაისეთი მამაკაცის „გამოჭერა“, რომელსაც ცოლი ჰყავს, არც ისეთი მარტივია. დაოჯახებული კაცი თავის ვალდებულებებს კარგად აცნობიერებს და რთულად გადადგამს ნაბიჯს, რომელიც ოჯახს დაუნგრევს. თუ ქალი მის შეცდენას მოახერხებს, თავის ძალებში დარწმუნდება და უფრო თავდაჯერებული გახდება.


* ეგოიზმი ამ ქალებს მხოლოდ საკუთარი თავი უყვართ, სხვაზე არასდროს ფიქრობენ. კაცს სიცხე აქვს? – დაე, ცოლმა მოუაროს, თავს თავად არ შეიწუხებს. ყურადღებიანი და მოსიყვარულე საყვარელი სურს, რომელიც მისგან არაფერს მოითხოვს.


* შიშიფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ცოლიან მამაკაცებთან რომანს ხშირად ისეთი ქალები აბამენ, რომლებმაც წარსულში ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეს. მათ სიგიჟემდე ეშინიათ ღალატისგან მიყენებული ტკივილის. დაოჯახებულ კაცთან ურთიერთობისას კი, ერთი შეხედვით, ყველაფერი გარკვეულია: მომავალში ამ კაცთან არ იქნები, მას მეუღლე და შვილები ჰყავს. ქალი ასეთ დროს ცდილობს, უმომავლო ურთიერთობებით გაერთოს.

წყარო: თბილისელები