ლიბიაში 23 წლის ქართველ მეზღვაურს ეძებენ (ფოტოები)

  • pia.ge
  • 20 იანვარი 20:17

მეზღვაურის ახლობლების ინოფრმაციით დავით რაზმაძის გაუჩინარების შესახებ 14 იანვარს შეიტყვეს, მას შემდეგ კი ძებნის მიუხედავად მეზღვაური გემზე აღარავის უნახავს.

 ლიბიის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდ "დოგან ბეიდან" მეზღვაური ახლობლების ინფორმაციით 7 იანვარს გაუჩინარდა, მაშინ გემი ლიბიის პორტში იყო გაჩერებული. აღნიშნულ გემზე ახალგაზრდა მამაკაცმა მუშაობა სამი თვის წინ დაიწყო.


დავით რაზმაძის გაუჩინარება მისმა თურქმა შემცვლელმა აღმოაჩინა და ადგილობრივ პოლიციას მიმართა. სამძებრო სამუშაოებში უკვე ჩაერთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საზღვაო პოლიცია.


აჭარის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავენ, ფაქტის შესახებ სააგენტო დეტალების დადგენას ამ დრომდე ცდილობს, სამძებრო სამუშაოები კი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.


„დღეს განვაახლეთ ისევ სამუშაოები. ლიბიაში არ არის სტაბილური სიტუაცია. განახლდა საომარი მოქმედებები და, შესაბამისად, ჩვენ სახელმწიფოს რაც კი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ დაადგინოს ქართველი მეზღვაურის ადგილსამყოფელი, ყველაფერი გამოყენებული გვაქვს,“ - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.




სრული ვერსიის ნახვა pia.ge