რა გავლენას მოახდენს 21 იანვრის მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა თქვენს ცხოვრებაზე?

  • რეზონანსი
  • 20 იანვარი 19:47

21 იანვარს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა ერთდროულად მოხდება. ასტროლოგების თქმით, ეს დღე განსაკუთრებით ემოციური იქნება და ბევრი თქვენგანისთვის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება.

ვერძისთვის - მთვარის დაბნელება მე-5 სახლში მოხდება. ამ დაბნელებამ ვერძებს შესაძლოა, სიყვარული მოგიტანოთ. გელით სასიამოვნო პაემანი. ისეთი რამ მოხდება, რაც ბედნიერებას მოგიტანთ. თუმცა მეხუთე სახლი საყვარლებს და სასიყვარულო სამკუთხედებსაც მოიცავს. თუ თქვენი პარტნიორი ქორწინებაშია, მაშინ ურთიერთობა მოულოდნელად შეიცვლება. შეიძლება ეს ურთიერთობა დასრულდეს ან თქვენს სასარგებლოდ შეიცვალოს. საიდუმლოებები აუცილებლად გამჟღავნდება. შესაძლოა, გაიცნოთ შვილიანი მამაკაცი ან ქალი, რომელიც შეგიყვარდებათ.

კუროებისთვის - ეს დაბნელება დიდი ცვლილებების დასაწყისი იქნება. კუროს ზოდიაქოს ნიშნისთვის დაბნელება მეოთხე სახლში მოხდება. კუროებმა შესაძლოა შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი. თუ აქამდე მშობლებთან ცხოვრობდით, მაშინ ამიერიდან ცალკე გადაწყვეტთ ყოფნას. თუ ქირით ხართ, შეიძლება მეპატრონემ ბინის გაყიდვა დააპიროს. თუ თავად აქირავებთ სახლს, მაშინ ახალი მდგუმრები გეყოლებათ. ასევე, მოსალოდნელია უძრავი ქონების წარმატებით გაყიდვა/შეძენა. შესაძლოა მოულოდნელი ამბავი გაიგოთ საკუთარი მშობლების შესახებ. მოსალოდნელია ოჯახში მატება, ან ნათესავი ჩამოვა თქვენთან დასარჩენად. ასევე შესაძლებელია, სახლიდან იმუშაოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კუროსთვის 21 იანვრის დაბნელება მის ოჯახზე და საცხოვრებელ ადგილზე მოახდენს გავლენას.

ტყუპებისათვის - დაბნელება მე-3 სახლში მოხდება. ეს ურთიერთობების, შეხვედრების, ინფორმაციის და ნაცნობობის სახლია. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრა ან რაიმე ახლის სწავლა. მოსალოდნელია მგზავრობა და მივლინებები. თუ უცხო ქვეყანაში წასვლა გსურთ, შესაძლოა, ამ დღეს ვიზა მოგცენ. მე-3 სახლი სატრანსპორტო საშუალებებსაც მოიცავს. შესაძლოა ახალი ავტომობილი შეიძინოთ ან გაყიდოთ. 21 იანვრიდან 25 იანვრამდე კარგი პერიოდია მანქანის გასაყიდად. თუმცა ფრთხილად იყავით, შესაძლოა მანქანის ქურდობაც მოხდეს.

კირჩხიბებისათვის - მთვარის დაბნელება მე-2 სახლში მოხდება, რაც ფინანსებს გულისხმობს. დასრულდება თქვენი ფინანსური პრობლემები, რომლებიც 2 წელი გრძელდებოდა. შესაძლოა, უეცრად ფული დაგჭირდეთ ან შეიცვალოთ სამსახური. მოსალოდნელია ახალი ბიზნეს იდეები, რომლებიც ძალიან წარმატებული გამოდგება. შეგიძლიათ თამამად წამოიწყოთ ონლაინ ბიზნესი. გაიზრდება თქვენი თავდაჯერება. ამ დაბნელებამ შესაძლოა, დიდი თანხა მოგიტანოთ. მოსალოდნელია ძვირადღირებული შენაძენი ან საჩუქარი. შესაძლოა, ავტომობილი ან სახლი გაჩუქონ. ამ დღეს გაკეთებული ინვესტიცია მოგებას მოგიტანთ. ასევე, მოსალოდნელია წინსვლა კარიერაში. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ.

ლომებისთვის - 21 იანვარს ლომი მთავარი ფიგურაა, რადგან მთვარის დაბნელება მის ნიშანში ხდება. ეს ბოლო დაბნელებაა თქვენს ნიშანში, რაც იმას ნიშნავს რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდება, არეულობები დასრულდება და დაიწყება სტაბილურობის პერიოდი. შესაძლოა, უეცრად სრულიად ახალ და განსხვავებულ რეალობაში აღმოჩნდეს. თუკი დიდი ხანია განქორწინებას გეგმავთ, ამ დღეს საბოლოოდ დაუსვამთ წერტილს თქვენს ურთიერთობას. დასრულდება ყველაფერი, რისი დასრულებაც გსურთ. უამრავი თქვენგანი გამოიცვლის სასიყვარულო პარტნიორს, მოსალოდნელია ქორწინებაც და უეცარი განშორებაც. შესაძლოა სიყვარულის ახალი ობიექტი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. მოსალოდნელია ურთიერთობები რადიკალურად შეიცვალოს ბიზნეს პარტნიორებთან ან თქვენს მომხმარებლებთან.

ქალწულებისთვის - მთვარის დაბნელება მე-12 სახლში მოხდება. ეს გათავისუფლების, საიდუმლოებების, საკუთარ თავში გარკვევის, ფსიქოლოგიური ცვლილებების სახლია. შეიძლება ამ დღეს თქვენი ცხოვრების რაღაც ეტაპი დასრულდეს, დაიწყოს ახალი და სრულიად განსხვავებული. 21 იანვარს უამრავ საიდუმლოს აეხდება ფარდა. თუ რამეს მალავთ, აუცილებლად გამჟღავნდება ან თავად გაიგებთ ისეთ ამბავს, რაც შოკისმომგვრელი იქნება. გამოჩნდებიან თქვენი ფარული მტრებიც. მოსალოდნელია დაორსულება. უცხო ქვეყანაში გამგზავრების მსურველებს, რომლებიც ამისთვის დიდი ხანია ემზადებით და საბუთებს აგროვებთ, ეს დაბნელება აუცილებლად დაგეხმარებათ. კარგია თუ ამ დღეს გადაწყვეტთ სიგარეტისთვის ან ნარკოტიკებისა თუ ალკოჰოლური სასმელის მოხმარებისთვის თავის დანებებას, რადგან ეს გადაწყვეტილება სამუდამო იქნება.

სასწორებისთვის - ეს მე-11 სახლში მოხდება, რაც სოციალურ თემებს, კონტაქტებს და ურთიერთობებს ეხება. მოსალოდნელია ქორწილში წასვლა და ახალი ადამიანების გაცნობა. შესაძლოა, თქვენი მომავალი მეუღლე გაგაცნონ. ბევრი თქვენგანი ონლაინ ბიზნესს წამოიწყებს, ვებ-გვერდს გახსნის, YouTube-ის არხს შექმნის ან სოციალურ ქსელებში რეკლამების განთავსებას დაიწყებს. თუ თქვენ უკვე ამ საქმიანობით ხართ დაკავებული, მაშინ ეს დაბნელება კარგ შედეგებს მოგიტანთ. შესაძლებელია სპორტულ დარბაზში გაწევრიანება. ბევრად უფრო აქტიურ ცხოვრებას დაიწყებთ. მოსალოდნელია კამათი თქვენს მეგობართან ან შესაძლოა რომელიმე მეგობარი ჩამოიშოროთ. მსგავსი რამ სავარაუდოდ წვეულებაზე ან კონცერტზე მოხდება. თუკი დიდი ხანია ოცნებობთ რამეზე, ეს ოცნება სწორედ ახლა აგიხდებათ.

წყარო: რეზონანსი