კაცს, რომელსაც საქართველოში ქიმიოთერაპია დაუნიშნეს, სიმსივნე არ აღმოაჩნდა

  • რეზონანსი
  • 20 იანვარი 12:51

"დედების ფონდი" საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს.

გიორგი ცეცხლაძეს, რომელსაც საქართველოში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, საზღვარგარეთ ჩატარებული ანალიზების შედეგად ეს დაავადება არ დაუდგინა.

"კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლეა დედების ფონდის სახელზე. მახსოვს გიორგი როგორ განიცდიდა საქართველოში დასმულ დიაგნოზს, მაშინ ვუთხარით გადაამოწმე გიორგი იქნებ არც არის ეს დიაგნოზი სწორი – თავს უშველე! დიახ, ამ ბიჭს ქიმიოთერაპიას უწყებდნენ და ფაქტიურად იღუპებოდა სიცოცხლით სავსე ადამიანი! თქვენი დამსახურებით გიორგი საფრანგეთში გადავიდა სამკურნალოდ, გამოირიცხა საქართველოში დასმული უმძიმესი დიაგნოზი!" - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

ფრანგმა ექიმებმა სიმსივნე გამორიცხეს და გიორგის 98%-ით ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს. 

წყარო: რეზონანსი