დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს ხვალ დაკრძალავენ

  • რეზონანსი
  • 19 იანვარი 19:31

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილების ხვალ დაკრძალავენ. 

დაღუპულები ქაშუეთის ეკლესიაში უკვე გადაასვენეს. ტაძარში მოგვიანებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მივა და მათი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.


ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შეკრებილი არიან გარდაცვლილების ოჯახის წევრები და ახლობლები.


ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.

წყარო: რეზონანსი