ორსულთათვის ბავშვის სქესის გამხელა 3 თვემდე იკრძალება - იქნება თუ არა კანონში ცვლილებები?

  • რეზონანსი
  • 19 იანვარი 16:04

ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31 446 გოგო არ დაიბადა.

 აპირებს თუ არა პარლამენტი ორსული ქალებითვის ბავშვის სქესის წინასწარი გამხელის აკრძალვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების განხილვასა და მიღებას?


პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალს 3 თვემდე ორსულისთვის ბავშვის სქესის გამხელა ისედაც ეკრძალება და შესაბამისად, კანონში ცვლილებები არ იგეგმება. მისივე თქმით, აბორტებთან დაკავშირებით ვითარება ბოლო დროს გამოსწორდა, თუმცა ეს საკითხი პრობლემად კვლავ რჩება.


„აბორტები ყოველთვის იყო თემა, მაგრამ ეს 10 წლის წინ იყო პრობლემა და მას მერე ამ კუთხით საკმაოდ ბევრი გაკეთდა. არსებობს კონკრეტული ნორმატიული აქტი, რომლითაც სამედიცინო პერსონას მშობლისთვის ბავშვის სქესის გამხელა 3 თვემდე ეკრძალებათ.


„კანონში დამატებით ცვლილების საჭიროებას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ ასეთივე რეგულაცია უკვე არსებობს. ჯერ-ჯერობით ცვლილებები არ იგეგმება. ბოლო პერიოდში სიტუაცია ამ მიმართულებით გაუმჯობესებულია.


„ადრე, წესით, უნდა დაბადებულიყო ოდნავ მეტი გოგო და იბადებოდა ჩვენთან უფრო მეტი ბიჭი და დღეს ეს ვითარება სწორი წონასწორობსკენაა წასული, ანუ ოდნავ მეტი გოგონა იბადება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ბოლომდე ამოწურულია," - განაცხადა აკაკი ზოიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

წყარო: რეზონანსი