თელავში ძმამ და სცემა

  • რეზონანსი
  • 19 იანვარი 13:02

თელავში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დის ცემის ბრალდებით ძმა დააკავეს. გამოძიება დაკავებულს დისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რომელიც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: რეზონანსი