ბენქსის საშობაო ნახატი ავტოფარეხზე მეპატრონემ 100 ათას ფუნტად გაყიდა

  • imedinews.ge
  • 18 იანვარი 16:39, 2019 წელი

უელსის ქალაქ პორტ-ტოლბოტში მცხოვრებმა იენ ლუისმა 100 000 ფუნტ სტერლინგად ბენქსის ახალი გრაფიტი Seasonʼs Greetings-ი გაყიდა, რომელიც მან დეკემბერში მის ავტოფარეხზე დახატა. ამის შესახებ BBC წერს.

გრაფიტი ესექსის საგრაფოში გალერიის მფლობელმა ჯონ ბრენდლერმა შეიძინა, რომელმა ბენქსის რამდენიმე ნამუშევარი უკვე იყიდა. 


ლუისის თქმით, მას გრაფიტში სხვა ადამიანები გაცილებით დიდ თანხას სთავაზობდნენ, თუმცა მხოლოდ ბრენდლერი დათანხმდა მის ქალაქში დატოვებას.


ნახატი ავტოფარეხზე შობამდე რამდენიმე დღით ადრე გამოჩნდა. დიდი საზოგადოებრივი ინტერესის გამო კაცი იძულებული გახდა დამცავი ღობე დაეყენებინა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge