შეჩერდება თუ არა წითელას გამო სკოლებში სწავლა - ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

  • pia.ge
  • 18 იანვარი 13:40

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ან ეტაპზე სკოლებში გამოვლენილი წითელას შემთხვევათა რაოდენობა, სასწავლო პროცესის შეჩერების რეკომენდაციის საფუძველი არაა.

მინისტრის განმარტებით, ზოგადად, მოსწავლეთა მესამედი არ უნდა დადიოდეს სკოლაში, რომ იქ შეჩერდეს საგანმანათლებლო პროცესი.


თუმცა, მისივე განმარტებით, იქედან გამომდინარე, რომ წითელას შემთხვევები იზრდება, დღის ბოლოს განათლების სამინისტროსთან შემაჯამებელი კონსულტაცია ექნებათ.


1-ელი იანვრიდან დღემდე წითელას 335 შემთხვევა გამოვლინდა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge