კალაძე დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებას პასუხობს

  • pia.ge
  • 18 იანვარი 10:47

თბილისის მერი კახა კალაძე, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად მერიის და პირადად მისი მისამართით "გარკვეული პირების და ჯგუფების მიერ" გამოთქმულ ბრალდებას უპასუხა.

მისი თქმით, გამოჩნდნენ პირები, რომლებიც დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას ცდილობენ.


როგორც კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება მოქმედი კანონამდებლოით არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან.


კალძემ ხაზი გაუსვა, რომ შენობის უსაფრთხოების შემოწმება, იქნება ეს ელექტროგაყვანილობა, თუ ბუნებრივი აირის მილების მდგომარეობა,თუ სხვა მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge