გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

  • pia.ge
  • 18 იანვარი 09:59

გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, – ამის შესახებ გერმანულ მედიაზე დაყრდნობით 1TV.ge წერს. 

გერმანული მედიის ინფორმაციით, ავიარეისი ლაიფციგის აეროპორტიდან შესრულდა.


არსებული ინფორმაციით, დეპორტირებულთაგან 26 თავშესაფარს საქსონიაში ითხოვდა, თუმცა უარი მიიღო. დანარჩენებს თავშესაფრის მიღება გერმანიის სხვადასხვა მიწაზე სურდათ.


შარშან მხოლოდ საქსონიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია სპეციალური ჩარტერით 3-ჯერ განხორციელდა, წერს მედია.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge