საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა

  • pia.ge
  • 17 იანვარი 15:15

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე წითელას ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს.

მისი თქმით, პირველი ორი კვირის განმავლობაში სერიოზულად იმატებს წითელას რაოდენობა.


 


გამყრელიძეს ინფორმაციით, პირველი იანვრიდან სულ 312 შემთხვევა დაფიქსირდა. განსაკუთრებული ყურადღება კი, სჭირდება კახეთსა და იმერეთს, სადაც განსაკუთრებით მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი.


 


„დაავადება სერიოზულად იზრდება. გვაქვს სერიოზული ეპიდაფეთქება. გუშინ მომზადდა მთავრობის განკარგულება წითელას საწინააღმდეგო დამატებითი ღონისძიებების შესახებ, სადაც სერიოზულად მკაცრდება ნორმები და ეძლევათ მითითება შესაბამის უწყებებს აუცილებელ აცრებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


 


მისი თქმით, იმუნიზაციის გარეშე წითელას შეჩერება ვერ მოხერხდება.


 


„ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინაა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მიმართოს პოლიკლინიკას და აიცრას სრულიად უფასოდ. მოვუწოდებ მშობლებს, გაიხსენონ აქვთ თუ არა მათ შვილებს წითელას საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული. თუ არ აქვთ, აცრან ბავშვები. ასევე, 20-40 წლის მოქალაქეებს თუ არ გადაუტანიათ წითელა ან თუ არ აქვთ აცრა გაკეთებული, მიმართონ პოლიკლინიკებს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge