აფეთქებული კორპუსის ერთი სართული მთლიანად განადგურებულია

  • რეზონანსი
  • 17 იანვარი 10:35

დიდი დიღომში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგრადობის შესწავლა ექსპერტებმა დაიწყეს.

ადგილზე სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან და ვითარებას ეცნობიან.


ტრაგედიის ადგილზე შს სამინისტროს მეთვალყურეობით შევიდნენ ჟურნალისტებიც.


კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, მეექვსე სართულზე დანგრეულია ყველა საცხოვრებელი სახლი, მოშლილია ტიხრები და ჩამტვრეულია ფანჯრები.


მოსახლეობის ევაკუირება ორი საცხოვრებელი კორპუსიდან სრულად მოხდა.


აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა. დაშავდა რვა ადამიანი, ამ დრომდე კლინიკაში რჩება ერთი დაშავებული მცირეწლოვანი. გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.


ბუნებრივი აირის აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, მოსახლეობამ გაზის სუნი იგრძნო, რის გამოც ადგილზე სპეციალური სამსახური გამოიძახა, თუმცა მათ გაზის გაჟონვის ფაქტი ვერ დაადგინეს.

წყარო: რეზონანსი