გამოყენებული ჩიჩილაკების და ნაძვის ხეების ჩაბარება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში მოხდება

  • pia.ge
  • 16 იანვარი 12:24

თბილისის მერია იწყება კამპანიას „გავუფრთხილდეთ ქალაქს“, რომლის ფარგლებში საახალწლოდ გამოყენებული ჩიჩილაკების და ნაძვის ხეების ჩაბარება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში მოხდება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, ჩიჩილაკების და ნაძვის ხეების ჩაბარება მოხდება ვაკის, კიკვიძის, რიყის პარკში, ასევე ვერის ბაღში.


კალაძის ინფორმაციით, ამის შემდეგ მოხდება ჩაბარებული ჩიჩილაკების და ნაძვის ხეების სპეციალური დამუშავება და სხვადასხვა მიმართულებით გამოყენება.


  

სრული ვერსიის ნახვა pia.ge