თოვლის ბაბუის ფორმაში ჩაცმული მგზავრი საქართველოში შემოპარვას ცდილობდა

  • რეზონანსი
  • 16 იანვარი 10:09

ყაზანი-თბილისის რეისზე თოვლის ბაბუის ფორმაში ჩაცმული მგზავრი დააკავეს.

აღმოჩნდა, რომ საზღვრის გადაკვეთას 23 წლის მამაკაცი სხვისი პასპორტით ცდილობდა. კერძოდ, მესაზღვრეს მან საკუთარი ძმის პასპორტი წარუდგინა. მგზავრს იმედი ჰქონდა, რომ სამართალდამცავები ყურადღებას მის ჩაცმულობას და არა გარეგნობას მიაქცევდნენ.


იჟევსკის მცხოვრები თბილისში ვერ ჩამოვიდა. "პირველი არხის" ცნობით, მის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

წყარო: რეზონანსი