როგორ ავიცილოთ თავიდან “ღორის გრიპით” დაინფიცირება

  • რეზონანსი
  • 14 იანვარი 23:34

საქართველოში, ზამთრის სეზონზე, გრიპის ვირუსის ტალღამ იფეთქა -ლაბორატორიულად, ამ დრომდე, H1N1-ის გრიპის ვირუსით გარდაცვალების 16 შემთხვევა ფიქსირდება.

დღეს, ე.წ. ღორის გრიპით, 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გრიპის ვირუსთან ერთად მას „წითელაც" ჰქონდა, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია და საბოლოოდ კი, ლეტალური შედეგით დასრულდა. ბავშვებში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ეს პირველი შემთხვევაა.


დღეს მთავარ შეკითხვებს წარმოადგენს: გადაიარა თუ არა გრიპის ვირუსის ერთგვარმა ტალღამ, უნდა ველოდოთ თუ არა გრიპის ვირუსის ახალ „აფეთქებას" და ზოგადად, როგორ ავიცილოთ თავიდან H1N1.


„რეზონანსის" შეკითხვებს ექიმი-ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილის პასუხებს.


ბუწაშვილის განცხადებით, ადამიანთა ინფიცირება გრიპის ვირუსით კვლავ მიმდინარეობს. იგი ახალ ტალღის „აფეთქებას" არ გამორცხვას, რომელსაც თებერვალ-მარტის თვეში უნდა ველოდოთ.


„შედარებით შემცირებულია პიკი, თუმცა ჯერ კიდევ ისევ მიმდინარეობს ადამიანების ინფიცირება. ხშირია სეზონური გრიპის ტალღის მიმდინარეობა და არ არის გამორიცხული, რომ თებერვალ-მარტში ისევ ახალი ტალღა გვქონდეს. რეკომენდაციაა, რომ აუცრელებმა ჩაიტარონ ვაქცინაცია.


„თუ მოსალოდნელია მეორე ტალღა, ეს ადამიანები დაცულები იქნებიან. თუმცა ზუსტი პროგნოზის გაკეთება, უნდა ველოდოთ თუ არა მეორე ტალღას, ვერცერთი კრიტერიუმით ვერ ხდება, მაგრამ გამორიცხვაც არ შეიძლება, რომ იყოს მეორე ტალღა თებერვლისკენ.


„მთავარი წყარო - ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაა, ძირითადად ადამიანების თავშეყრის ადგილებში. თუკი ერთი ინფიცირდება, ადვილად ინფიცირდებიან მისი ოჯახის წევრებიც. თუ რომელიმე ორგანიზებულ დაწესებულებაში მუშაობს, იქ ხდება მისი ინფიცირება," - აღნიშნავს ის.


მისი თქმით, სამედიცინო პირბადე უნდა ატაროს ინფიცირებულმა ადამიანმა იმისათვის, რომ სხვების დაინფიცირების პრევენცია თავიდან იქნას აცილებული. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც დაინფიცირების შიშით პირბადეს ატარებენ, დაინფიცირების რისკს არ ცვლის.


„პირბადის ერთადერთი დანიშნულებაა, რომ ინფიცირებულმა ადამიანმა შეამციროს გარშემომყოფების ინფიცირების რისკი. პირბადის ტარება იმის შიშით, რომ თვითონ ეს ადამიანი არ დაინფიცირდეს, არ არის საფუძვლიანი. პირბადე უნდა ატაროს ინფიცირებულმა ადამიანმა.


„სეზონური გრიპი ადამიანური ხასიათის არის, ყველა ადამიანზე და ყველა ქვეყანაზე ვრცელდება. ეს არის ყველა კონტინენტზე გავცელებული სეზონური გრიპის ეპიდემია.


"დეზინფექცია შეიძლება, თუმცა ეს არ არის აბსოლუტური შედეგის მომტანი. ყველაზე მთავარი არის ინდივიდუალური ჰიგიენა, - ხელის დაბანა ყველაზე ეფექტური მეთოდია. ხელი სუფთა უნდა იყო, რომ ამ გზით არ მოხვდეს ჩვენ სასუნთქ სისტემაში," - აცხადებს ის.


დროული მიმართვის შემთხვევაში, რამდენად მოსალოდნელია გართულებები და რომელია ყველაზე რისკ-ჯგუფები, რომელთათვისაც განსაკუთრებით რთულია ამ ვირუსის გადატანა? ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ მართალია დროული მიმართვა გართულების რისკს ამცირებს, თუმცა ეს ვერ იქნება გარანტია. იგი ასახელებს რისკ-ჯგუფების კატეგორიას და მათ დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

წყარო: რეზონანსი