პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ბათუმში ორი მოზარდი დაშავდა

  • pia.ge
  • 14 იანვარი 15:38

პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ბათუმში ბავშვები დაშავდნენ. ერთ-ერთი მათგანის გადაყვანა დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე თბილისში გახდა აუცილებელი.

ორივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.


კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მოზარდი, შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ უკვე გაეწერა სტაციონარიდან. მეორე პაციენტს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და მოზარდის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge