საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • pia.ge
  • 14 იანვარი 15:28

დღეს, თბილისის დროით 14:29 საათზე მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ამბროლაურიდან ორ კილომეტრში, სოფელ წესთან, 13 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიძლიერე, პირველადი ინფორმაციით, 3.3 მაგნიტუდა იყო.


ინფორმაციას მიწისძვრის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.


ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge