გალა და კოწია - ძალიან სახალისო სახალისო ისტორია

  • თბილისელები
  • 14 იანვარი 12:52

კონსტანტინეს უთქვამს გალაკტიონისთვის – ჩვენ დიდი ხალხი ვართ და შესაბამისადაც უნდა მივმართოთ ერთმანეთს სხვათა დასანახადო. 

მე გეტყვი მისალმებისას – საქართველოს პოეტების მეფეს, დიდ გალაკტიონს გაუმარჯოსო, შენ კი მითხარი – ქართული პროზის ლომს, დიდ კონსტანტინეს გაუმარჯოსო.


ჰოდა, შეთანხმებულან და ერთმანეთისთვის ხელიც დაურტყამთ. ცოტა ხნის მერე ვიღაცის დაკრძალვისას კონსტანტინეს გალაკტიონის დანახვაზე უთქვამს: საქართველოს პოეტების მეფეს, დიდ გალაკტიონს გაუმარჯოსო, რაზედაც გალას უპასუხია – ვააააა, კოწიას ვახლავარო!

წყარო: თბილისელები