ბათუმში მე-11 სართულიდან ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა

  • pia.ge
  • 14 იანვარი 09:46

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-11 სართულიდან შუახნის ქალი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

 

არსებული ინფორმაციით, ქალი საახალწლოდ ძმასთან სტუმრად იმყოფებოდა.


შემთხვევის ადგილზე მყოფები ვერ ასახელებენ, რა გახდა, ქალის აივნიდან გადმოვარდნის მიზეზი.


ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ.


"აივანზე გასულა და ამბობენ გადმოვარდაო. გარეთ, რომ გავედი უკვე პოლიცია იყო მოსული. ხმაური არ გამიგია, ყველა ახალწელს ზეიმობდა. აქ არ ცხოვრობდა, ძმასთან იყო სტუმრად. ჯანმრთელობაზე პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა,"- აცხადებენ შემთხვევის ადგილზე.


ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაასვენებული.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge