სალომე ქემაშვილის მეუღლე საზოგადოებას მიმართავს

  • 12 იანვარი 20:24

ღორის გრიპით გარდაცვლილი სალომე ქემაშვილის მეუღლე საზოგადოებას ტკივილის გაზიარებისთვის მადლობას უხდის:

 

"მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ჩემო ძვირფასო ხალხო, ნაცნობო თუ უცნობო ადამიანებო, რომ ასე გულთან მიიტანეთ ჩემი უზარმაზარი ტრაგედია და საკუთარივით გაითავისეთ! ყველანი მიყვარხართ და უფალი გადაგიხდით ყველაფერს სიკეთით!"- წერს ირაკლი კვატაშიძე.


22 წლის, სალომე ქემაშვილი, ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში, პავლოვის ქუჩაზე არსებულ, ინფექციურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.