რა დაემართება მზეს განვითარების ბოლო ეტაპზე ?

  • 12 იანვარი 18:14

ასტრონომებმა აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომ ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავები, თავიანთ არსებობას არ ასრულებენ ისე, როგორც ადრე მიაჩნდათ. 

თერმობირთვული სინთეზირების შიდა პროცესების დასრულების შემდეგ, ისინი ცივ მეტალის კრისტალებად იქცევა, მანამდე კი ფიქრობდნენ, რომ ასეთი ვარსკვლავების ევოლუცია თითქმის ყოველთვის სუპერნოვას აფეთქებით სრულდება. 


ახალი მონაცემების თანახმად, რომელიც ევროპულ თანამგზავრ Gaia-დან მიიღეს, ამერიკელი, კანადელი და ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ თავიანთი ჰიპოთეზის ექსპერიმენტული დასტური მიიღეს, რომელიც თეთრი ჯუჯების ევოლუციის ეტაპებს ეხება. 


ფიზიკოს პიერ ემანუელ ტრემბლეს თქმით, მზისგან 300 სინათლის წელიწადის მანძილზე არსებობს 15 ათასი თეთრი ჯუჯა, რომლებმაც თავიანთი ევოლუცია დაასრულეს და გადაიქცნენ მაღალი სიმკვრივის კრისტალურ სტრუქტურად.


მზეზე დიდი გიგანტური ვარსკვლავები თავიანთ გზას აფეთქებით და ახალი ვარსკვლავების წარმოქმნით ასრულებენ, თუმცა ჩვენი მზისნაირი ვარსკვლავები ევოლუციას გაცილებით ნელი ტემპებით განიცდიან. ამ პროცესის ბოლო ეტაპი ე.წ. შავ ჯუჯად გადაქცევაა, რომელიც არანაირ ენერგიას არ ასხივებს სითბოს გარდა.