"ნურავის ჩაატარებინებთ თქვენს თავზე ექსპერიმენტებს"- ექიმი ვიდეომიმართვას ავრცელებს

  • 12 იანვარი 18:12

ექიმი ჯაბა ზარქუა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ადამიანებს საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენას ურჩევს.

"მეგობრებო, ყურადღებით უსმინეთ ამ ინფორმაციას და პროფესორ ნეუმივაკინს კი არა, ნურავის ჩაატარებინებთ თქვენს თავზე ექსპერიმენტებს!


ნახეთ რა პროცესი უნდა გაიაროს ნივთიერებამ რათა გახდეს წამალი და შეეშვით კაგოცელ-შმაგოცელ-ოქსოლინ-შმოქსოლინ და რაღაც ნაგავი სუბსტანციების გამოყენებას, რომელთა ეფექტურობა სანდო კლინიკური კვლევებით არ არის დამტკიცებული!


ხომ ამბობთ რომ ჩვენზე ექსპერიმენტებს ატარებენო და კი, გეთანხმებით, ატარებენ - თქვენი მეზობელი ლამარა დეიდები და ნეუმივაკინები ატარებენ, არაკეთილსინდისიერი ფსევდო-ექიმები ატარებენ, ჰომეოპათები და სახალხო მკურნალები ატარებენ, როცა გირჩევენ ათასი არასანდო, ამ პროცეს არ-გამოვლილ სუბსტანციას სხვადასხვა დროს და თქვენც მათ უჯერებთ.


უსმინეთ რას ნიშნავს ეს ავადსახსენებელი "კვლევები" და გაუზიარეთ სხვებსაც, ესაა ერთადერთი რამ რასაც ექიმები ვენდობით და რაც მოფიქრებულია მხოლოდ თქვენი უსაფრთხოებისთვის, თორემ მედიცინა რომ თქვენი მტერი იყოს, მერწმუნეთ ეს პროცესები უბრალოდ გაქრებოდა და თქვენზე ექსპერიმენტების ჩატარებაც უფრო იაფი და მარტივი იქნებოდა - როგორც ხდებოდა ნაცისტურ გერმანიაში, საბჭოთა კავშირში და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში 


ჯანმრთელობას გისურვებთ.