საქართველომ ტამიფლუს ახალი მარაგი მიიღო - სად და როდის შეგიძლიანთ მედიკამენტის უფასოდ მიღება

  • 12 იანვარი 17:12

საქართველომ ტამიფლუს ახალი მარაგი მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტები 3 მიმართულებით გადანაწილდება, რათა მოქალაქეების წამლით უზრუნველყოფა მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდეს.

"13 ათასი ტამიფლუს ახალი კოლოფი დაემატა ჩვენს მარაგს. უკვე დაწყებულია მისი განაწილება. მედიკამენტი გადანაწილდება 3 მიმართულებით. ერთი მიმართულებაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები. რაიონებში აქამდე გასცემდენენ მხოლოდ, ორსულებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის და რისკ ჯგუფებისთვის, ისინი ხვალ 12:00 საათამდე იმუშავებნ ზეგანსაკუთრებლ რეჟიმში ანუ გასცემენ არა მხოლოდ რისკ ჯგუფებისთვის არამედ ყველასათვის. მეორე მიმართულება გადანაწილდება აფთიაქებში. აფთიაქების ჩამონათვალი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდე გამოქვეყნებული. ცხელ ხაზზე 1505 ნებისმიერ დროს შეიძლება, ამ ინფორმაციის მიღება, აფთიაქების საშუალებით გაცემა დაიწყება დღეს 20-21 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ 12:00 საათიდან რაიონებში. მესამე მიმართილება ეს არის საოჯახო მედიცინის ცენტრები, რომლებიც თბილისში 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამ ხუთ ცენტს უკვე გააქვთ და ისინი ფაქტიურად ერთ საათში შეძლებენ მედიკამენტების გაცემას", - განაცხადა მინისტრმა.