სამხრეთკორეული საბავშვო ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა

  • imedinews.ge
  • 12 იანვარი 16:53

სამხრეთკორეული ვიდეორგოლი, რომელშიც ბავშვები ზვიგენებზე მღერიან ინტერნეტ ჰიტი გახდა. ის ერთ დღეში 2 მილიონზე მეტმა ინტერნეტ მომხმარებელმა ნახა. ამის შესახებ Engadget-ი წერს.

ერთი შეხედვით ვიდეო არაფრის მთქმელია. ფერადი, მარტივი ანიმაციის ფონზე ბავშვები მარტივ სიმღერას ასრულებენ. თუმცა ამის მიუხედავად ის ვიდეო ჰოსტინგების ყველაზე ყურებადი რგოლების 40-ეულში მოხვდა.


თუ რატომ მიიქცია ვიდეომ მილიონობით ადამიანის ყურადღება, ამას ვერც ვიდეოს ავტორები და ვერც სფეროს სპეციალისტები ხსნიან.


სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge