დევნა ქრისტიანობის ქადაგებისთვის - აზერბაიჯანიდან რუსეთის მოქალაქები გააძევეს

  • 12 იანვარი 16:05

აზერბაიჯანიდან რუსეთის 10 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, რისი საფუძველიც მათ მიერ ბაქოში უკანონო რელიგიური შეკრებების ორგანიზება გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბაქოს პოლიციის მთავარი სამმართველო ოფიციალურ ვებგვერდზე აქვენებს.


განცახდების თანახმად, სპეცოპერაცია 10 იანვარს ჩატარდა. ოპერატიული მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის მოქალაქეები ბაქოში ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში უკანონო რელიგიურ შეკრებებს ატარებდნენ.


ბინის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა რელიგიური მიმართულების 5 წიგნი, 113 კომპაქტ–დისკი და 28 000 სავიზიტო ბარათი ამოიღეს.


მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.