ცოცხალი ქალს რუსმა პოლიციელმა მორგში გადააყვანინა

  • 12 იანვარი 15:26

რუსეთში, ამურისპირეთში, პოლიციელი სამედიცინო ბრიგადას არ დაელოდა და ცოცხალი პენსიონერი ქალი მორგში გადააყვანინა.

პენსიონერი ქალი ნათესავებმა ოჯახური ვახშმის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოაჩინეს და იფიქრეს, რომ ის ცოცხალი აღარ იყო.


სასწრაფო დახმარების ბრიგადა მორგის სანიტარმა გამოიძახა, რომელმაც შენიშნა, რომ პენსიონერი ცოცხალი იყო. თუმცა, ექიმებმა მოხუცის გადარჩენა ვეღარ შეძლეს, ის რეანიმაციაში გარდაიცვალა, წერს რადიო „თავისუფლების“ რუსული რედაქცია.


რუსეთის ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციელმა დამოუკიდებლად დაუდგინა პაციენტს გარდაცვალება, რითაც ინსტრუქცია დაარღვია, რადგან შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის ნაცვლად სარიდუალო სამსახური გამოიძახა.