"კრიტერიუმებზე შეთანხმება კონსენსუსის საქმეა და ეს პარლამენტის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა"

  • facebook.com
  • 12 იანვარი 13:21

ექსპერტი გია აბაშიძე მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე პროცესის დაწყებას სოცალურ ქსელში აფასებს.

აბაშიძის თქმით, კრიტერიუმებზე შეთანხმება კონსენსუსის საქმეა, რაც პარლამენტის გარეშე შეუძლებელია. 


"ეგრე რა, თქვე დალოცვილებო! მაინცდამაინც ბიძინას უნდა ექვა, რომ მიმხვდარიყავით - თურმე პარლამენტის გასაკეთებელი ყოფილა ეს საქმე?..


მიმხვდარა კობახიძე. თუმცა, პრინციპში იმის რეალიზაციას იწყებს, რაც ივანიშვილმა განაცხადა.


კრიტერიუმებზე შეთანხმება კონსენსუსის საქმეა და ეს პარლამენტის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
ყველაზე სწორი გამოსავალი!" - წერს გია აბაშიძე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილია ხელისუფლების სამივე შტო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. კობახიძე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.


ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და იუსტიციის სამინისტროს მიერ სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი განახლებული სია.

სრული ვერსიის ნახვა facebook.com