ივანკა ტრამპი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი გახდება?

  • 12 იანვარი 14:31

აშშ–ის ადმინისტრაცია მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ვაკანტურ პოზიციაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილის ივანკას და გაეროში აშშ–ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან გადამდგარი ნიკი ჰეილის კანდიდატურებს განიხილავს.

ამის შესახებ გაზეთი Financial Times წერს.

გაზეთის წყაროების ცნობით, ამ კანდიდატურებთან ერთად თეთრი სახლი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორს მარკ გრინსაც განიხილავს. მანამდე გამოცემა The Daily Caller წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღნიშნულ თანამდებობაზე აშშ–ის ფინანსთა მინისტრის მოადგილის საერთალორისო საკითხებში დევიდ მელპასის კანდიდატურასაც განიხილავს. ამერიკის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყებამ კარგ კანდიდატებზე საკმარისი რეკომენდაციები მიიღო და პრეტენდენტების შესწავლის პროცესზე გადადის.

Financial Times აღნიშნავს, რომ ამერიკელებს შესაძლოა კონკურენტები განვითარებადი ქვეყნებიდან გამოუჩნდნენ. კერძოდ, საუბარია ნიგერიელ ეკონომისტზე ნგოზი ოკონო–ივევალეზე, აფრიკის განვითარების ბანკის ექს–პრეზიდენტზე და ეკონომისტზე დონალდ კაბერუკზე რუანდიდან და ინდონეზიის ფინანსთა მინისტრზე სრი მულიანი უნდრავატზე.

მსოფლიო ბანკმა ორშაბათს გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ორგანიზაციის მოქმედი პრეზიდენტი ჯიმ ენ კიმი 1–ლი თებერვლიდან დატოვებს თანამდებობას. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობებს დროებით დღეს მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა შეასრულებს.

ჯიმ ენ კიმი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2012 წელს აირჩიეს 5–წლიანი ვადით, 2016 წელს ის მეორე ვადით მოვიდა ბანკის სათავეში.