რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში რეკომენდაციები პრეზიდენტს ჯერ მზად არ აქვს

  • pia.ge
  • 11 იანვარი 19:01

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღევანდელი პოლიტიკური ვითარება არ იძლევა საშუალებას, რომ საქართველო რუსეთთან იყოს რაიმე ურთიერთობაში.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით, აპირებს თუ არა პრეზიდენტი მთავრობას ურჩიოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს, რადგან მაგალითად, უკრაინას მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება დღეს ამ ქვეყანაში, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს გაწყვეტილი.


 


საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მას 6 წლიანი საპრეზიდენტო მანდატი აქვს და ძნელი სათქმელია რა მოხდება ამ 6 წლის განმავლობაში, რადგან საერთაშორისო დონეზე ბევრი რამ სწრაფად იცვლება.


 


„მაგრამ დღევანდელ დღეს, დღევანდელ პირობებში არ არის წინაპირობა იმის, რომ დიპლომატიური ურთიერთობები დაარქვით, დიალოგი, თუ რამე ფორმის ახალი ურთიერთობა იყოს დამყარებული, ისე რომ ჩვენს პარტნიორებთან არ იყოს შეთანხმებული. დღევანდელი დღე არ გვაძლევს საშუალებას, რომ საქართველო რუსეთთან  იყოს რამე ურთიერთობაში, საწყის ურთიერთობაში, ისე რომ ეს არ იყოს პარტნიორებთან შეთანხმებული ბოლომდე. ეს არის დღევანდელი ჩემი ხედვა. მე არ ვარ მზად არც მთავრობას, არც საკანონმდებლო ორგანოს ამ კუთხით რამე რჩევა მივაწოდო. როდესაც მექნება ჩემი პირველი ვიზიტები, მათ შორის ავღანეთში,როგორც მთავარსარდალს, როცა მე უფრო აქტიურად ვიქნები ჩართული საერთაშორისო ურთიერთობებში, მას მერე შეიძლება ვიგრძნო, რომ რამე კუთხით რჩევა მივცე დღევანდელ ხელისუფლებას“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge