ზურაბიშვილი: პრეზიდენტი არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია, მისცეს რჩევა და მითითება ხელისუფლებას

  • pia.ge
  • 11 იანვარი 18:58

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტი არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია რჩევა და მითითება მისცეს ხელისუფლებას. 

სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა "პირადად არაფერს ვურჩევ მმართველ გუნდს. მე ვარ პრეზიდენტი, რომელიც წარმოვადგენ ინსტიტუტს, ამ ინსტიტუტს არ აქვს კომპეტენცია და უფლება, რომ მისცეს რამე რჩევა, ან რეკომენდაცია".


გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის აღარ არის პოლიტიკური პერსონა და მიუღებელი იქნება მისი მხრიდან რომელიმე მოსამართლეზე პირადი პოზიცია გამოთქვას. 


"ერთადერთი  შემიძლია ვთქვა, რომ რაც ეხება უზენაეს სასამართლოს, ეხება სასამართლოს მიმართ ნდობას და ნდობის ყველაზე მაღალ ხარისხს, ამდენად მოითხოვს ყველაზე ფრთხილ პროცედურებს. მივესალმები, რომ ეს პროცესი გადატანილია სხვა ფორმატში და ვიმედოვნებ, რომ ეს ამ პროცესში ჩართულებს მისცემს დროს, რათა გაიაზრონ კრიტერიუმები, ეს ყველაფერი იყოს ისე ჩატარებული, რომ ამ პროცესის შედეგად საზოგადოებაში გაჩნდეს უფრო მაღალი ნდობა სასამართლოსი“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge