სასწრაფო დახმარების მძღოლს გირაო შეეფარდა - უბედური შემთხვევა ვაკეში

  • 11 იანვარი 15:48

სასწრაფო დახმარების მძღოლს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე ცოტა ხნის წინ იმსჯელა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ სასწრაფო დახმარების ავტომობილი ვაკეში ჯიხურს დაეჯახა, შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, საიდანაც ერთი მუშა გარდაიცვალა.


დაშავებულია თავად სასწრაფო დახმარების მძღოლიც, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.