5 რამ, რაც საკუთარ თავს ყოველდღე უნდა უთხრათ

  • 11 იანვარი 15:31

ნეგატიური ენერგიის ჩანაცვლება პოზიტივით არცთუ ისე ადვილი საქმეა.

წარმოგიდგენთ 5 ფრაზას, რომელთა ყოველდღიური გამეორება საკუთარი თავის სიყვარულს განგიმტკიცებთ.


1. ,,შენ ღირებული ხარ’’


თითოეული თქვენგანი განსაკუთრებულია. საკუთარი თავის ფასის ცოდნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პირადი თუ კარიერული წარმატებებისთვის.


2. ,,არ დანებდე’’


დღის გეგმის შესრულებას საკმაო ნებისყოფა სჭირდება. ამისთვის ხშირად უნდა შეახსენოთ საკუთარ თავს ის შესაძლო დადებითი შედეგები, რომლებსაც ბოლომდე მიყვანილი საქმის წყალობით მიიღებთ.


3. ,,კარგად გამოიყურები’’


არ არის აუცილებელი, დაელოდოთ სხვის კომპლიმენტს. სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც ამის ცოდნა და მოსმენა საკუთარი თავისგან სჭირდება. ამის საშუალებით თქვენი თვითშეფასება ამაღლდება.


4. ,,ეს დროებითია’’


მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ყველა ემოცია და შეგრძნება დროებითია. ცუდსაც და კარგსაც ყოველთვის აქვს დასასრული. თქვენი ნერვული სისტემა ბევრად უფრო ძვირად ფასობს ვიდრე დროებითი არასასიამოვნო ცხოვრებისეული შემთხვევები.


5. ,,ის, რასაც სხვა ამბობს/ფიქრობს შენზე, შენი პიროვნების საზომი არ არის’’


შეუძლებელია სხვა ადამიანმა შეაფასოს თქვენი პიროვნება ისე, როგორც თქვენ შეგიძლიათ, რომ შეაფასოთ საკუთარი თავი. სხვისი აზრი თქვენს ღირებულებებზე, პიროვნებასა და შეხედულებებზე, მხოლოდ მათი ინდივიდუალური გამოხატულებაა. თუ ზოგიერთი ადამიანი ვერ ხედავს თქვენს ღირებულებას, ეს არ ნიშნავს, რომ არ ხართ ღირებული. ამიტომ, გახსოვდეთ, საკუთარი თავის ამოცნობა, პირადი შესაძლებლობების განსაზღვრა ყველაზე უკეთ მხოლოდ თქვენ გამოგდით.